მაჭახელას ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე მაჭახელისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 300 – 350 მეტრ სიმაღლეზე. ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრი განლაგებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისაღმართის ცენტრში.
პარკი დაარსდა 2012 წელს უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, კოლხური ტყეების ეკოსისტემის გრძელვადიანი დაცვის, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში ტურისტული და რეკრეაციული საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით.
ეროვნული პარკის ტერიტორია წარმოადგენილია მდინარე მაჭახელას ფერდობებზე შეფენილი დაბურული ტყეებით, სადაც თითქმის მთლიანი ფართობი დაფარულია წაბლის, წიფლის, რცხილის და მურყნის ტყეებით. აქვე გვხვდება ისეთი რელიქტური და იშვიათი სახეობები, როგორიცაა კოლხური ბზა, წაბლი, კოლხური თხილი, ქართული კაკალი, უნგერის შქერი, უთხოვარი, თელა და სხვ.
მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინტერესის საგანს წარმოადგნეს ისეთი კულტურული და ისტორიული ძეგლები, როგორიცაა: სხვადასხვა პერიოდის თაღოვანი ხიდები, ციხეები, ქვითკირით ნაშენი ღვინის საწნახელები და მარნები..
წყარო: georgiantravelguide
ხელვაჩაურს გაუმარჯოს!
ხელვაჩაურელებს სალამი!
Комментариев нет:
Отправить комментарий