вторник, 9 апреля 2024 г.

ამაზონის ქართულენოვანი სარჩევი

  გვერდზე , რომლის მისამართს ქვემოთ ხედავთ, დევს ამაზონის ქართულენოვანი სარჩევი

 აღნიშნული გვერდის  გამოძახებისას, გადახვალთ ამაზონის რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გვერდზე. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-საც აღწევს.

 აღნიშნული  გვერდი მხოლოდ ქართულენოვან სვლაგეზს აქვეყნებს, იგი არ იწერს საქონელს და კონსულტანტები არ ყავს. ამაზონიდან დამოუკიდებლად უნდა გამოიწეროთ. ამაზონიდან გამოწერა არაა რთული.

  საქონლის უდიდესი არჩევანი, ზომიერი ფასები, დროული მოწოდება- დამახასიათებელია ამაზონისათვის.

 ამაზონზე ყოველთვის შედით ამ გვერდიდან > https://www.medgeo.net/ამაზონი-ფასდაკლებებით/



воскресенье, 31 марта 2024 г.

ხელვაჩაურის ისტორია

XIX საუკუნის მეორე ნახევარში აფხაზი მუჰაჯირების ნაწილი ოსმალეთის იმპერიიდან დღევანდელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლებში სილიბაურში, ანგისისა და ფეიზიში გადავიდა საცხოვრებლად. აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ რეგიონში — საერთო ჯამში, დაახლოებით 52 ეთნიკური აფხაზი.

1917 წლამდე ახლანდელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ბათუმის ოლქში, 1921 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფით — აჭარის ბათუმის ოკრუგში. 1924 წელს ცალკე გამოიყო და ეწოდა ჭოროხის მაზრა, 1929 წლიდან ეწოდა ბათუმის მაზრა, 1930 წლიდან 1968 წლამდე ბათუმის რაიონი იყო. 1968 წლიდან ხელვაჩაურის რაიონია, ხოლო 2006 წლიდან — ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი. 2011 წელს მუნიციპალიტეტის ტერიტორია მნიშვნელოვნად შემცირდა ქალაქ ბათუმის საზღვრების გაფართოების გამო. ბათუმს გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელი, დაბა მახინჯაური და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი — დაბა ხელვაჩაური. ამიტომ მუნიციპალიტეტის მმართველობა ქალაქ ბათუმშია განთავსებული.

წყარო: ვიკიპედია

ხელვაჩაურს გაუმარჯოს!
ხელვაჩაურელებს სალამი!

მაჭახელას ეროვნული პარკი —ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

მაჭახელას ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე მაჭახელისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 300 – 350 მეტრ სიმაღლეზე. ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრი განლაგებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისაღმართის ცენტრში.

პარკი დაარსდა 2012 წელს უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, კოლხური ტყეების ეკოსისტემის გრძელვადიანი დაცვის, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში ტურისტული და რეკრეაციული საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით.

ეროვნული პარკის ტერიტორია წარმოადგენილია მდინარე მაჭახელას ფერდობებზე შეფენილი დაბურული ტყეებით, სადაც თითქმის მთლიანი ფართობი დაფარულია წაბლის, წიფლის, რცხილის და მურყნის ტყეებით. აქვე გვხვდება ისეთი რელიქტური და იშვიათი სახეობები, როგორიცაა კოლხური ბზა, წაბლი, კოლხური თხილი, ქართული კაკალი, უნგერის შქერი, უთხოვარი, თელა და სხვ.

მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინტერესის საგანს წარმოადგნეს ისეთი კულტურული და ისტორიული ძეგლები, როგორიცაა: სხვადასხვა პერიოდის თაღოვანი ხიდები, ციხეები, ქვითკირით ნაშენი ღვინის საწნახელები და მარნები..

წყარო: georgiantravelguide

ხელვაჩაურს გაუმარჯოს!
ხელვაჩაურელებს სალამი!

ხაშურის ისტორია


ხაშური — ქალაქი საქართველოში, ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 1872-1917 წლებში მას მიხაილოვო ერქვა, 1918-1931 — ხაშური, 1931-1934 წლებში — სტალინისი. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე სურამულას ნაპირზე, ზღვის დონიდან 700 მ. სიმაღლეზე. XIX საუკუნეში ფოთი-თბილისისსარკინიგზო მაგისტრალის გაყვანის შემდეგ ხაშური თანდათან მსხვილი სატრანსპორტო კვანძი გახდა. აქედან სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები მიემართება ბორჯომისა და ახალციხის მიმართულებით. ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს. მოსახლეობა 28,5 ათასი (2006 წ.). აქ არის ხაშურის სარკინიგზო ტრანსპორტის, შუშის ტარის, კვების მრეწველობის საწარმოები, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (სახალხო თეატრი,მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). შემორჩენილია XVIII საუკუნის კოშკი, იოანე ნათლისმემლისა და წმ. მარინეს ეკლესიები. ხაშურში არის ურბნისისა და რუისის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

პირველი ისტორიული დოკუმენტი, რომელშიც მოხსენიებულია ქალაქი ხაშური, ეკუთვნის 1693 წელს, ესაა სიგელი, რომელიც შედგენილია ზაალ აბაზაძის სახელზე, ეკუთვნის ერეკლე I ნაზარალიხანის (1688-1703 წ.) დედას – დედოფალ ელენეს. სიგელის მიხედვით ვგებულობთ, რომ ელენე დედოფალს ზაალ აბაზაძისათვის განუახლებია ის სიგელები და წყალობა, რომელიც ადრე მიუღიათ მის წინაპრებს სამეფო კარისადმი ერთგული სამსახურისათვის.

ხაშურის გეოგრაფიული მდებარეობის დაკონკრეტების შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის ქართველი გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი შრომაში აღწერა სამეფოსა საქართველოსა, როცა იგი აღწერსსურამის წყალს წერს:

ამავე პერიოდში ხაშურის შესახებ მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდის კვლავ იოანე ბატონიშვილი თავის ენციკლოპედიურ თხზულებაში „კალმასობა“, რომელიც შედგენილია 1813-1828წ. ხაშური მოხსენიებულია იოანე ბატონიშვილი ქართლ-კახეთის აღწერაში, რომელშიც იგი აღწერს სურამის წყალს და მის ხეობაზე არსებულ სოფლებს. ხაშური იხსენიება, როგორც მოსახლე სოფელი.

ქალაქის შემდგომი განვითარება დაკავშირებულია თბილისი-ფოთის სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან. 1872-1918 წლებში ქალაქს ეწოდებოდა მიხაილოვო მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვის (1862-1882) პატივისცემის ნიშნად.1921 წლიდან აქვს ქალაქის სტატუსი.

1921 წელს ხაშურთან ახლოს, რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში გაიმართა მძაფრი ბრძოლა. 4 მარტს წითელ არმიასა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძალებს შორის მიმდინარე ბრძოლის პერიოდში წითელი არმიის ავანგარდული ნაწილი (3-4 ათასი კაცი) მიუახლოვდა სადგურ მიხაილოვოს, 5 მარტს კი წამოიწყო ქართული არმიის პოზიციების შტურმი. შეტევა მოიგერიეს, საღამოს კი მიხაილოვოს დამცველები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, რის შედეგადაც უკან დაიხია წითელი არმიის ქვეითთა სამმა ბრიგადამ და კავალერიის პოლკმა. დემოკრატიული რესპუბლიკის ძალების აღნიშნულმა წარმატებამ თბილისში საბჭოთა არმიის მთავარსარდლობას მშვიდობიან მოლაპარაკებებზე წასვლა გადააწყვეტინა, მაგრამ 6 მარტს ღამით გენერალმა ა. კონიაშვილმააუხსნელი მიზეზების გამო დატოვა პოზიციები და დასავლეთის მიმართულებით დაიხია.

წყარო: khashurihistory

ხაშურს გაუმარჯოს!
ხაშურლებს სალამი!

.

.

вторник, 26 марта 2024 г.

სამტრედია


ქალაქი (1921 წლიდან) დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.

მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 25 მეტრზე, მდინარეებს რიონსა და ცხენისწყალს შორის, ქუთაისიდან დასავლეთით 30 კილომეტრზე. მანძილი თბილისიდან – 268 კილომეტრი. მოსახლეობა – 30 ათასამდე (2002). სამტრედია XIX საუკუნიდან ერთ-ერთი მთავარი სარკინიგზო ცენტრი გახდა ამიერკავკასიაში.

შემდგომში სამტრედია გადაიქცა ქალაქად. სამტრედიიდან 10 კილომეტრში მდებარეობს კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტი.

სამტრედიას გაუმარჯოს!
სამტრედიელებს სალამი!

ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი


ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი იმერეთის მხარეში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაისშში მდებარეობს, ნიკოლაძის ქუჩის 109 ნომერში. მუზეუმი 1951 წელს დაფუძნდა და განთავსებულია XIX-XX საუკუნეების ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და მეცნიერის ნიკო ნიკოლაძის (1843-1928) საცხოვრებელ სახლში.

სახლი 1886 წელსაა აშენებული და მეცნიერის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი მცენარეებით გაშენებულ ბაღში დგას.

მუზეუმში დაცულია ნიკო ნიკოლაძისა და მისი ოჯახის წევრების მემორიალური ნივთები, მდიდარი ბიბლიოთეკა, ქარის ძრავა (1910 წ), კოდაკის ფოტოაპარატის პირველი ნიმუში, მზის საათი და სხვა. ნიკო ნიკოლაძე იყო ქართველი პუბლიცისტი, კრიტიკოსი, რევოლუციონერ-დემოკრატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე და ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი.

წყარო:  georgiantravelguide.com

სამტრედიას გაუმარჯოს!
სამტრედიელებს სალამი!

კულაშის სინაგოგა

კულაშის სინაგოგა იმერეთის მხარეში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი XVIII საუკუნით თარიღდება. სინაგოგა ერთსართულიან სადა ხის ნაგებობას წარმოადგენს. შენობის ინტერიერში გვხვდება ორნამენტული მოხატულობა.

მის გვერდით დგას ხის დიდი სინაგოგა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში აუშენებიათ. სინაგოგაში შესვლა და დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია..

წყარო: georgiantravelguide.com

სამტრედიას გაუმარჯოს!
სამტრედიელებს სალამი!