XIX საუკუნის მეორე ნახევარში აფხაზი მუჰაჯირების ნაწილი ოსმალეთის იმპერიიდან დღევანდელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლებში სილიბაურში, ანგისისა და ფეიზიში გადავიდა საცხოვრებლად. აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ რეგიონში — საერთო ჯამში, დაახლოებით 52 ეთნიკური აფხაზი.
1917 წლამდე ახლანდელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ბათუმის ოლქში, 1921 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფით — აჭარის ბათუმის ოკრუგში. 1924 წელს ცალკე გამოიყო და ეწოდა ჭოროხის მაზრა, 1929 წლიდან ეწოდა ბათუმის მაზრა, 1930 წლიდან 1968 წლამდე ბათუმის რაიონი იყო. 1968 წლიდან ხელვაჩაურის რაიონია, ხოლო 2006 წლიდან — ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი. 2011 წელს მუნიციპალიტეტის ტერიტორია მნიშვნელოვნად შემცირდა ქალაქ ბათუმის საზღვრების გაფართოების გამო. ბათუმს გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელი, დაბა მახინჯაური და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი — დაბა ხელვაჩაური. ამიტომ მუნიციპალიტეტის მმართველობა ქალაქ ბათუმშია განთავსებული.
წყარო: ვიკიპედია
ხელვაჩაურს გაუმარჯოს!
ხელვაჩაურელებს სალამი!
Комментариев нет:
Отправить комментарий