ადიგენის მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს. იგი ისტორიული სამცხის შემადგენლობაში შედიოდა. ამ მხარის მმართველები იყვნენ მთავრები – ხურციძეები, რომელთა სამთავრო ცენტრადაც ჩორჩანი ითვლებოდა. შუა საუკუნეებში, იმ დროინდელი ადგილობრივი მოსახლეობა ოსმალთა რამდენიმესაუკუნოვანმა ბატონობამ გადააგვარა და თითქმის გააქრო. ადიგენი 1917 წლამდე თბილისის გუბერნიის ახალციხის მაზრაში შედიოდა, 1917–1930 წლებში – ახალციხის მაზრაში, 1930 წლიდან კი იგი ცალკე რაიონია.
დღესდღეობით რაიონი განვითარებულია. ადიგენში ფუნქციონირებს კულტურის ცენტრი, ბიბლიოთეკა, სახელოვნებო სკოლები და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები.
მუნიციპალიტეტის ეკონომიკის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მეხილეობა, მეკარტოფილეობა, სახორცე-სარძევე მეცხოველეობა. მრეწველობა სუსტადაა განვითარებული და ძირითადად ადგილობრივი დანიშნულების საწარმოებითაა წარმოდგენილი.
ადიგენის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება და ფაქტობრივად უწყვეტად გრძელდება. ხანგრძლივი ისტორიიდან გამომდინარე რაიონში მრავალი კულტურულ-ისტორიული ძეგლია შემორჩენილი. ადიგენში მდებარეობს აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომელიც გარდა თავისი სამეცნიერო დანიშნულებისა, რიგითი დამთვალიერებლისთვისაც ძალიან საინტერესოა. ულამაზესი ბუნებითა და ღირსშესანიშნაობებისთ ადიგენი უამრავ ტურისტს იზიდავს. უძველესი ტაძრები, ციხე-სიმაგრეები, გაშლილი სივრცეები, სუფთა ჰაერი, ლურჯი ტბები და შესანიშნავი ხედები გულგრილს არავის ტოვებს და ადიგენის მუნიციპალიტეტის დიდ ტურისტულ პოტენციალს განაპირობებს. წყარო: georgiantravelguide.com
ადიგენს გაუმარჯოს!
ადიგენელებს სალამი!
Комментариев нет:
Отправить комментарий