კახეთი-ღვინის სამშობლო
კლიმატისა და წარმოებული ღვინის ტიპების მიხედვით კახეთი იყოფა ორ მაკრო და ოცდახუთ მიკრო ზონებად. ნაფარეული, ქინძმარაული, ყვარელი, გურჯაანი, მუკუზანი, ახაშენი, კარდანახი, მანავი – ეს მხოლოდ რამდენიმეა კახური ღვინის სახეობებიდან.
რქაწითელი თეთრყურძნიანი აბორიგენული ვაზის საღვინე ჯიშია. ის ცნობილია თავისი ადაპტაციის უნარითა და მოჰყავთ არა მარტო საქართველოში, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრ ქვეყანაში. რქაწითელი მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევა, ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე დაახლოებით 8-12 ტონა ყურძენი მოდის. შაქრის შემცველობა 19-23%-ია, მჟავიანობა კი – 6-8%. კახეთის პირობებში სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის შუა რიცხვებიდან. გამოიყენება სასუფრე ჯიშადაც. რქაწითელი საუკეთესო მასალაა პორტვეინის კარდანახის, მადეირული ტიპის ღვინის ანაგას, შატო დასამზადებლად.
საფერავი კახეთის აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. იგი საუკეთესოა მსოფლიოს წითელყურძნიანი ვაზის ჯიშებს შორის. საფერავი მგრძნობიარეა კლიმატური პირობებისადმი, ამის გამო მისი გავრცელების არეალი კახეთში შეზღუდულია. საფერავი იძლევა განსხვავებული ღირსებების მქონე სუფრის ღვინოს, გამოირჩევა მაღალი შაქრიანობით. ამ ჯიშს ახასიათებს აგრეთვე მაღალი მოსავლიანობა. ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე დაახლოებით 8-12 ტონა ყურძენი მოდის.
შაქრის შემცველობა მწიფე ნაყოფში შეადგენს 20-28%, მჟავიანობა-7.5-8.5%.საფერავისაგან წარმოებული სუფრის ღვინოები, მუკუზანი, ნაფარეული, ქინძმარაული, გამოირჩევიან მუქი წითელი ფერითა და ალკოჰოლისა და მჟავიანობის პროპორციულობით.
Комментариев нет:
Отправить комментарий