✱ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო
სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სააგენტოს დებულების საფუძველზე.
სააგენტოს ძირითადი უფლებამოსილებებია:
ა) მიწის ბალანსის შედგენა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა;
ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო პოლიტიკისა და შესაბამისი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
დ) გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
ე) ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ვ) კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული საინვესტიციო გეგმის თაობაზე განცხადების მიღება და განხილვა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისთვის წარსადგენად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და საინვესტიციო გეგმის შესრულების ზედამხედველობა;
ზ) მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული თემატური რუკების მომზადება;
თ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების დადგენაში მონაწილეობა;
ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
კანონი იხილეთ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4596113?publication=0
მიწის სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით იხილეთ პოსტები:
1. https://sites.google.com/site/biznesgegma/მიწის-სტატუსის-შეცვლა/
2. https://biznes-gegma.medgeo.net/2023/11/27/მიწის-სტატუსის-შეცვლა/
#ბიზნესგეგმებიმიწისსტატუსისშესაცვლელად #მიწისსტატუსისშეცვლა #მიწისსტატუსი #მიწათსარგებლობისმონიტორინგი #მიწათსარგებლობისმონიტორინგისეროვნულისააგენტოსუფლებამოსილებანი
Комментариев нет:
Отправить комментарий