среда, 10 января 2024 г.

ვის მივმართო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაციისთვის?

✱ ვის მივმართო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაციისთვის?

✱ ვის მივმართოთ მიწის სტატუსის შესაცვლელად?
✱ ვის მივმართოთ მიწის მიზნობრივი დანიშნულების შესაცვლელად?

უძრავ ქონებაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაციისათვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.  თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

  1. განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება ფრონტ ოფისის ოპერატორის მიერ);

  2. თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

  3. დაინტერესებული პირის განცხადება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის შესახებ, შესაბამისი კატეგორიის მითითებით.

  4. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე);

  5. ბიზნეს-გეგმა.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო­კუ­მენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწ­ყვე­ტი­ლების მისაღებად.

კანონი იხილეთ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4596113?publication=0

მიწის სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით იხილეთ პოსტები:
1. https://sites.google.com/site/biznesgegma/მიწის-სტატუსის-შეცვლა/
2. https://biznes-gegma.medgeo.net/2023/11/27/მიწის-სტატუსის-შეცვლა/

ჰეშტეგები: #ბიზნესგეგმებიმიწისსტატუსისშესაცვლელად #მიწისსტატუსისშეცვლა #მიწისსტატუსი #სასოფლოსამეურნეოდანიშნულებისმიწა #მიწისსტატუსი #სასოფლოსამეურნეომიწა #არასასოფლოსამეურნეომიწა

Комментариев нет:

Отправить комментарий